გიორგი ტყემალაძემ წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა

Read Time:29 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთში იმყოფებოდა და რუსთაველის, შერვაშიძისა და ერეკლეს ქუჩებზე  მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, დღეისთვის არსებული ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

“განვაგრძობ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ამჯერად წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდი. გავეცანი მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და ვიმსჯელეთ მათი დაძლევის გზებზე. ამას გარდა, ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანი მოვიდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ორჯერ იყო მინიშნება თანხასთან დაკავშირებით, ვიცოდით, რომ ის იყო გახარიას ნდობით აღჭურვილი პირი
Next post ვასილ გველესიანი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ როდინაულის, ცხენთაროსა და აჯამეთის მოსახლეობას შეხვდა.