ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანი მოვიდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ორჯერ იყო მინიშნება თანხასთან დაკავშირებით, ვიცოდით, რომ ის იყო გახარიას ნდობით აღჭურვილი პირი

Read Time:28 Second

კონკრეტული ადამიანი მოვიდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან. თანხა არ დაკონკრეტებულა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ე.წ. შუამავალი იყო ერთი და კონტაქტი ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ წევრზე. საუბარი არ ყოფილა დაფინანსებასა და კონკრეტულ თანამშრომლობაზე. მინიშნება იყო ერთჯერადად თანხის გადახდაზე. სანაცვლოდ კი გახარია თბილისი მერობისთვის აღარ იბრძოლებდა.

„ორჯერ იყო მინიშნება თანხასთან დაკავშირებით, მოცულობაზე არ ყოფილა საუბარი. ეს ადამიანი არ იყო გახარიას პარტიის წევრი. ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ნდობით აღჭურვილი პირი, ამაზე გვქონდა სრული ინფორმაცია. ამის დაკონკრეტება შეიძლება. მაგრამ დეტალებში არ შევალ. საინტერესო აღარ არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა
Next post გიორგი ტყემალაძემ წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა