გიორგი ვოლსკი: მაქვს საფუძველი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოპოზიცია 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადება

Read Time:29 Second

ისეთი სისტემაა შემოღებული, არჩევნებს რომც გინდოდეს, ვერ გააყალბებ. ასეთი სურვილი კი არავის აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დღეს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, არჩევნებისთვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული დამკვირვებელი არასამთავარობო ორგანიზაციების ნაწილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული.

„თუ სამეთვალყურეო მისია იქნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის სამეთვალყურეო მისია. ეს არის მისია იმისთვის, რომ დაძაბულობის ის ხარისხი შექმნას, რომელმაც შეიძლება დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს. ანალიზი აქვთ გაკეთებული და თავადაც იციან, რომ პერსპექტივა გამარჯვების არ არსებობს. ვფიქრობ და მაქვს საფუძველი, პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ისინი სამი ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მალხაზ ბეგიაშვილი ბოდბეში მოსახლეობას შეხვდა
Next post კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს