კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს

Read Time:25 Second

9 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 58 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„რთველი 2021“- ის ფარგლებში, მოსავალი ღვინის საწარმოებს 5000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი ჯამური შემოსავალი 50 მლნ ლარს აღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წელს 280 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება და მევენახეების შემოსავალი 300 მლნ ლარამდე იქნება.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 90-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: მაქვს საფუძველი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოპოზიცია 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადება
Next post ყვარელში, ბანკში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია – შენობაში მხოლოდ შეიარაღებული პირი რჩება