გიორგი გახარია: თეთრიწყარო უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის მატარებელი კუთხეა

Read Time:36 Second

ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშველოვანი საქმე და წამოწყება დაიწყო, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თეთრიწყარო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ცალკეულ მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის.

„გარდა იმისა, რომ თეთრიწყარო ბარაქიანი მიწის მქონე მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოელ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, რათა მან ეფექტიანად არჩინოს თავისი ოჯახი, თავისი მომავალო თაობა და ამით ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდეგ რეგიონი და საბოლოო ჯამში კი ქვეყანა“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს არჩევნებზე
Next post დიმიტრი ხუნდაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ბავშვთა სიღარიბე შევამციროთ