დიმიტრი ხუნდაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ბავშვთა სიღარიბე შევამციროთ

Read Time:43 Second

ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა სიღარიბე არის პრობლემა და ეს პრობლემა რომ არ გამწვავებულიყო, ეს დახმარება ამიტომ შემოვიტანეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეფასებისათვის, არამედ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა სიღარიბე არის პრობლემა და ეს პრობლემა რომ არ გამწვავებულიყო, ეს დახმარება ამიტომ შემოვიტანეთ. ასევე არის პროგნოზი, რომ ჩვენ არა თუ შევძლებთ შეჩერებას სიღარიბის არამედ შესაძლოა ამ ტიპის დახმარებით შევამციროთ ბავშვთა სიღარიბე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ფულადი დახმარება სიღარიბის დაძლევას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.

6 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან 200 ლარის დახმარებას მიიღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: თეთრიწყარო უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის მატარებელი კუთხეა
Next post „ქართულმა ოცნებამ“ თეთრიწყაროს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა