„ქართულმა ოცნებამ“ თეთრიწყაროს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა

Read Time:25 Second

ძალიან დიდი ისტორიული ქარტეხილები ახსოვს თეთრიწყაროს მიწას, ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ეს ყველაფერი უნიკალურ ბუნებასთან და განუმეორებელ ჰავასთან ერთად თეთრისწყაროს დიდ პოტენციალზე მეტყველებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ პოტენციალის რეალიზება მოხდეს – ამის შესახებ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თეთრიწყაროს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადგილობრივი საზოგადოებაა, რომელიც ყველა ისტორიულ მომენტში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ქვეყანას.

„მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი, მანგლისის გაზიფიცირების, რომლის ღირებულება თერთმეტმილიონს აღემატება. ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება მანგლისის წყალმომარაგების პროექტირების სამუშაოები“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ბავშვთა სიღარიბე შევამციროთ
Next post ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ – გიორგი გახარია