გივი მიქანაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს

Read Time:27 Second

არცერთ მათ (ოპოზიციის) კანდიდატს, ეს იქნება გაერთიანებული თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, გამარჯვების შანსიც კი არ აქვს, ისინი პირველივე ტურში დამარცხდებიან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საზოგადოებაზე ორიენტირებული ის საქმიანობა და რეფორმები, რომლებიც, კახი კალაძის ხელმძღვანელობით, ქალაქის მერიამ და საკრებულომ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

​გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, მას სრული მხარდაჭერა ექნება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი
Next post კახა კუჭავა – ევროკავშირისა და აშშ-სგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ, ყველა აღიარებს აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს