კახა კუჭავა – ევროკავშირისა და აშშ-სგან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ, ყველა აღიარებს აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს

Read Time:29 Second

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ. საქართველო-უკრაინა წარმოადგენს ყველასთვის განსახილველ საკითხს. ყველა აღიარებს იმ აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველა აღიარებს იმ აგრესიას და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

„ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე და რასაც ველოდებით, ის კონკრეტული ნაბიჯებია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საბოლოო მიზანს მივაღწიოთ – დეოკუპაციას და რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მას ადრე თუ გვიან მოუწევს. იმედია, ადრე მოხდება. ვალდებულება, რაც ხელშეკრულებით აქვს აღებული, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა აღასრულოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს
Next post კახა კუჭავა – მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენთ, იმედია, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი