ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი

Read Time:1 Minute, 10 Second

მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში.

როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაანონსებულია ე.წ. პრაიდის კვირეული და სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საშუალება რადიკალურ ჯგუფებს, რათა მოახდინონ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია.

„ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს. იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, რადგან საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში არაერთი წელია, გვაქვს სრულიად მკაფიო მესიჯები, ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისგან, თუ საქართველო მიდის მაგ გზით ანტიტრადიციული, სრულიად მიუღებელი მიმართულებით, ჩვენ თქვენთან საერთო არ გვაქვს. მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების მცდელობა ახდენს საქართველოს ამოვარდნას იმ საერთაშორისო საზოგადოების ნორმებიდან, რომლის რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ქმნის საფრთხეს არა მხოლოდ შიდა დესტაბილიზაციისა ქვეყანაში, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენს სახელმწიფოებს სტატუსს.

მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი. როგორც ეს ჩვენ მათ გავაკეთებინეთ ორი წლის წინ“, – განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აძლევს 10-დღიან ვადას, რათა გააუქმოს ეს პრაიდი და არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციის, დაპირისპირების პროცესების განვითარებას და ქვეყნის დისკრედიტაციას სამეზობლოში.

„გარდა ამისა, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ორი მოთხოვნა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. ასევე 15 პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ლგბ დოკუმენტის მანიფესტს, მათაც გააკეთონ არჩევანი, ან დადგნენ ქართველი ხალხის ტრადიციების, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე, ან იმ ერთი მუჭა უცხოეთიდან დაფინანსებული დესტაბილიზატორების მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში დაძაბონ ყველაფერი“, – განაცხადა ვასაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ
Next post გივი მიქანაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს