გია ვოლსკი – კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე, მათი გზა არის რევოლუცია

Read Time:45 Second

წლები გავიდა და ყოველგვარი კვლევის გარეშე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ, საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არ აქვს. ამიტომ, აუცილებელი არ არის, ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სოციალურ ქსელებს გადახედეთ. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, ოდესმე ვინმეს ან მათი ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გამოკითხვაში თუ აქვთ მონაწილეობა მიღებული, ასეთი არ ჩანს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ IRI ხალხს არ ეკითხება, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, რომელიც ზუსტად აღწერს საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში. საგანგებო მნიშვნელობის არის სოციალური პრობლემები და ამ პრობლემებს ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხე წამოეწია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალური გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის.

„კვლევებს ჩვენც ვატარებთ. კვლევებს ოპოზიციაც ატარებს და ამ კვლევებით რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი გზა არის რევოლუცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი პრემიერს: ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავთ. უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ
Next post სალომე სამადაშვილი – მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც სამართლიანად უყურებენ ძალიან განყენებულად