სალომე სამადაშვილი – მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც სამართლიანად უყურებენ ძალიან განყენებულად

Read Time:43 Second

მეტი დრო უნდა დავუთმოთ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც სამართლიანად უყურებენ ძალიან განყენებულად, – ასეთ კომენტარს აკეთებს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი NDI-ის ბოლო კვლევის იმ ნაწილზე, სადაც პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებაზე არის საუბარი.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა. მუდმივი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, მათ შორის პოლიტიკურ აქტორებს ძალიან ხშირად უწევთ საუბარი და საუბრობენ იმ თემებზე, რომელზეც საბოლოო ჯამში საზოგადოება ვერ ხედავს, როგორ არის კავშირში მათ ყოველდღიურ პრობლემებთან და იმ საკითხებთან, რომელიც მათ აწუხებთ. ამიტომ მე არ მიკვირს ეს შედეგი. ჩვენთვის პირადად, მათ შორის ჩემი პარტიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მონაცემი. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დავგეგმოთ სწორედ იმგვარად, რომ დავუთმოთ მეტი დრო იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ადამიანები სამართლიანად ძალიან განყენებულად უყურებენ საკუთარი ცხოვრებისგან“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე, მათი გზა არის რევოლუცია
Next post გოგა ხაინდრავა 10 წლის წინანდელ ვიდეოს ავრცელებს… რა იყო ეს, ქალბატონო ელჩო…