ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება

Read Time:33 Second

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, კანონპროექტის ამოქმედება მოხდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის 1-ელი თებერვლისთვის.

მისი თქმით, ვადების გადაწევა ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია პოლიტიკური კონტექსტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თუ შეჩერების საკითხი ამოქმედდეს 2022 წლიდან. იდეა არის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. კერძოდ, როცა კონკრეტული პარტიები ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და შეწყვიტეს საბოტაჟი, ვინც ამ რეჟიმში დარჩა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რასაც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას უწოდებს, ეს პოზიცია შეცვალონ, ჩადგნენ დემოკრატიის პრინციპების ფარგლებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც აკისრია, მთავარია ბავშვები, მათი უფლებები
Next post ჯანდაცვის სამინისტრო: სოცქსელში გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ბავშვების უფლებების დარღვევას