ჯანდაცვის სამინისტრო: სოცქსელში გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ბავშვების უფლებების დარღვევას

Read Time:32 Second

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. ღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით.

ამჟამად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით.

საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება
Next post ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიის შესახებ: მათ სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი