ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიის შესახებ: მათ სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი

Read Time:51 Second

გიორგი გახარიას და მისი პარტიის ამოცანა `ქართული ოცნებისთვის“მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ერთადერთი ამოცანა, რაც შეიძლება ყოფილი პრემიერის პარტიას ჰქონდეს, ეს არის, თუნდაც მინიმალური რაოდენობით მაინც დააკარგვინოს ხმები ქართულ ოცნებას.”

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ერთი პროცენტიც, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქართულმა ოცნებამ, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და როდესაც გამოდის კონკრეტული პარტია და კონკრეტული პირი და თავის თავს აცხადებს „ოცნება 2“-ად, ბუნებრივია, აქ გვჭირდება რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი, ნებისმიერ ერთი ხმა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავი ყალბი ინფორმაციით გამოაცხადოს ფსევდო პარტიად და „ოცნება 2“-ად.

ეს არის რიტორიკა, მთელი რიტორიკა იკითხება ზუსტად ასე, ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების რიტორიკა, ეს ტერმინიც აქტიურად გამოიყენება და, თუ დააკვირდებით, თვითონ გახარიას და მისი პარტიის რიტორიკას, მათ შორის იმას, რომ ისინი ნაკლებად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ სხვის ბუდეში და ეს არის ქართული ოცნების ბუდე, კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის სამინისტრო: სოცქსელში გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ბავშვების უფლებების დარღვევას
Next post ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას და მოგვიანებით გაასაჯაროებენ