ანა ნაცვლიშვილი “ოცნებას”: გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით

Read Time:1 Minute, 42 Second

გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველ ხალხის ღალატისთვის – ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, გავრილოვებო!- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მმართველი უმრავლესობა საქართველოს გასაბჭოებას ვერ მოესწრება.

„საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდოთ: გამოდით დღეს პარლამენტთან იმიტომ, რომ გავრილოვის უმრავლესობა აპირებს მიიღოს „რუსული კანონი“ ქართულად დაწერილი. დაგიწყვიათ ეს ევროპული და ქართული დროშები – რუსული დროშები გაქვთ გადმოფენილი იმიტომ, რომ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. არგუმენტებს რომ ითხოვთ, ვნახეთ გუშინ თქვენი არგუმენტები: მუშტი, ძალადობა არის თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა. დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს. გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და კი, გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით – თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველ ხალხის ღალატისთვის. თქვენს შვილებს პასუხს ვერ გასცემთ და თვალებში ვერ ჩახედავთ. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მათ შორის დავიცავთ თქვენი და ყველას შვილებისთვის იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, გავრილოვებო! რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არ გახდება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ტრიბუნის ორი მიკროფონიდან ერთი გათიშულია, რაზეც პაპუაშვილმა უთხრა, რომ ჩართულია და შემდეგნაირად მიმართა: „დაიოკეთ ნერვები, ქალბატონო ანა“.

„წარმოუდგენელია, სწორედ ის, რაც ახლა ხდება: ხმის ჩახშობა, ვითომ ტექნიკური მიზეზებით. ვითომ კანონიერი მიზეზებით ჩაახშობენ დამოუკიდებელი მოქალაქეების აზრს, თუ „რუსული კანონი“ გავიდა. ამიტომ გინდათ და გეჩქარებათ ამ კანონის მიღება, რომ ასე გამორთოთ მიკროფონები; ზუსტად ასე დატოვოთ საქართველოს მოქალაქეები პირისპირ რუსეთთან, კაციჭამია პუტინთან და დაუკარგოთ ყველა მეგობარი და პარტნიორი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ: დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: სამი კვირის წინ მაკა ბოჭორიშვილს ხელი არ მოუწერეს, რომ ოკუპაცია აღიარებულიყო – სლოგანებით ცდილობენ, ააყირაონ ქვეყანა
Next post პრემიერი: ეს არის ეროვნული სუვერენიტეტი – კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება