ამირან გამყრელიძე – არსებული პროგნოზით, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა და 10-დან 77-ის ფარგლებში დღიური შემთხვევა გვექნება

Read Time:1 Minute, 12 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება, ახალი შემთხვევებისა და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

გამყრელიძე კვლავ ამახვილებს ყურადღებას რეგულაციების დაცვაზე, მათ შორის პირბადის ტარებაზე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75-დან 95 პროცენტამდე თუ გაიზრდება, მაისისთვის ერთეულ შემთხვევებამდე შემცირდება სიკვდილიანობა, ხოლო კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 10-დან 77-ის ფარგლებში იმერყევებს.

„დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ქვეყანაში ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის. დღევანდელი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, 2.2 პროცენტია დადებითობის მაჩვენებელი, საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11.9, ბოლო ერთ კვირაში – 8.3 და ბოლო ორ კვირაში – 9.8.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, დღეს უკვე ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ზოგადი ინციდენტობა, ისე შვიდი, 14 დღის საშუალო ინციდენტობა, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. ანუ, ქვეყანაში სტაბილიზაცია სტაბილურია, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აახლებს ევროპის და საქართველოს მონაცემებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან 75 პროცენტზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ ჩვენ 95 პროცენტზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის თქვენ მხოლოდ ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ჩამოხვალთ ყოველდღიურ შემთხვევებზე სადღაც 10-დან 77-ის ფარგლებშიო. ანუ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით ნიღბის ტარების მაჩვენებელს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში
Next post ვასილ მაღლაფერიძე – ქართულ რეალობაში ლიდერის წასვლასთან ერთად მთავრდებოდა პოლიტიკური ძალაც, „ქართული ოცნება“ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს მუშაობას