ვასილ მაღლაფერიძე – ქართულ რეალობაში ლიდერის წასვლასთან ერთად მთავრდებოდა პოლიტიკური ძალაც, „ქართული ოცნება“ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს მუშაობას
ბიძინა ივანიშვილმა მდგრადი პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა, ქართულ რეალობას თუ შევხედავთ, პოლიტიკური ლიდერის წასვლასთან ერთად, მთავრდებოდა პოლიტიკური ძალა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ „პოსტივის“ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ ინტერვიუში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული, მიაღწიოს და შეინარჩუნოს სტაბილურობა.
„ახლა მართლაც განსაკუთრებული პერიოდია ბევრი კუთხით. ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, გამოკვეთილი ლიდერი, ძლიერი სტრატეგი, პოლიტიკური მენეჯმენტის ძლიერად მცოდნე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, წავიდა პოლიტიკიდან. მან საკმაოდ მდგრადი პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა. ჩვენთან, ძირითადად, პოლიტიკური პარტიები მიბმულნი არიან ლიდერზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს ფუნქციონირებას და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ესეც არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, აგრეთვე, იმ დემოკრატიული ფონის, რაც ქვეყანაში შეიქმნა. პარტიაში დაიწყება განახლების პროცესი, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...