იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში

Read Time:30 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში.

„რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს.

„გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატოში, ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება. სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვა იქნება. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მიუღებელია. იგივე ეხება უკრაინას: ყირიმის უკანონო ანექსია და დონბასის დესტაბილიზაცია ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლითაც მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს ვქმნით“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაიწყო ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტი პანდემიის პირობებში ონლაინ-მოხალისეობის ხელშეწყობის მიზნით
Next post ამირან გამყრელიძე – არსებული პროგნოზით, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა და 10-დან 77-ის ფარგლებში დღიური შემთხვევა გვექნება