დაიწყო ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტი პანდემიის პირობებში ონლაინ-მოხალისეობის ხელშეწყობის მიზნით

Read Time:2 Minute, 45 Second

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ დაიწყო პროექტი პანდემიის პირობებში ონლაინ-მოხალისეობის ხელშეწყობის მიზნით.  პროექტი ხორციელდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიმდინარე პროექტის  ”COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” ფარგლებში,  რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა, აგრეთვე COVID -19-ით გამოწვეული უშუალო და გრძელვადიანი ზიანის შემსუბუქება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი, ჩვენ შეგვიძლია აღმოვუჩინოთ დახმარება მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს მოხალისეობა დისტანციურადაც  შესაძლებელია. მოხალისეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პანდემიის გამოწვევების, ურთიერთთანადგომისა და  მხარდაჭერის პროცესში. ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ მიზნად დაისახა პროექტის ფარგლებში მოხალისეობის პლატფორმის ეფექტურად ამუშავება, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების საჭიროებების გამოვლენა და მოხალისეების ჩართულობით პრობლემებზე რეაგირება.

პროექტის ფარგლებში მომზადდა/განახლდა ონლაინ-პლატფორმა: helpinghand.ge. პლატფორმაზე ხდება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოხალისეების, ასევე, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებისა და მოხალისეების დაკავშირება, მათი ინტერესებისა და რესურსების შესწავლა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

პლატფორმაზე მოცემულია სამ კატეგორიად დაყოფილი სარეგისტრაციო ფორმა. ერთი მხრივ – რეგისტრირდებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, რომელთაც სჭირდებათ სხვადასხვა კვალიფიკაციის მოხალისის დახმარება, აქვთ მიმდინარე პროექტები, სადაც სურთ მოხალისეთა ჩართვა ან არიან პროექტების მოძიების თუ ორგანიზაციული გაძლიერების პროცესში – ნებისმიერი მსგავსი აქტივობისთვის, ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს პროექტის მეშვეობით დაუკავშირდეს მისთვის საჭირო კვალიფიკაციის მოხალისეს.

მეორე მხრივ – პლატფორმაზე რეგისტრირდებიან სხვადასხვა საჭიროების მოქალაქეები (შესაძლოა, ასეთი მოქალაქეები მათივე ნებართვით, სხვებმაც დაარეგისტრირონ), რომელთაც სურთ მოხალისეთა დახმარება, ისინი უთითებენ მათთვის საჭირო სერვისს და პლატფორმის მეშვეობით სასურველ მოხალისეს უკავშირდებიან.

პლატფორმაზე ინდივიდუალურად შეუძლიათ რეგისტრაცია მოხალისეებსაც, პროექტის სამიზნე ჯგუფია 29 წლის ასაკის ზემოთ მოხალისეები, რომლებიც დარეგისტრირდებიან, ჩაერთვებიან პროექტში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში გამოიყენებენ/გააზიარებენ.

პროექტის ფარგლებში უკვე დარეგისტრირდა 40-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია, ათობით მოხალისე და ასევე, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს დახმარებას ელიან. რეგისტრაცია გრძელდება:

  • თუ წარმოადგენთ სამოქალაქო ორგანიზაციას და ეძებთ მოხალისეს;
  • თუ გსურთ, თქვენი საქმიანობით მხარდაჭერა აღმოუჩინო მათ, ვისაც სჭირდება;
  • თუ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს დახმარებას ელიან;
  • დარეგისტრირდი პლატფორმაზე: helpinghand.ge

ეს სივრცე ყველაზე მეტ მოხალისესა და სამოქალაქო ორგანიზაციას აერთიანებს

შემოგვიერთდი და შეცვალე გარემო დღეს!

14 იანვარს, 14:30-ზე, ,,Stipendum Hungaricum’’-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია ჩაატარებს ონლაინ-საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების  შესახებ.

შეხვედრას დაესწრებიან განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლებიც. ღონისძიების მიზანია, აღნიშნული პროგრამის აპლიკანტებთან ერთად ხშირად დასმული კითხვებისა და აქტუალური საკითხების განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე – 16 ნოემბერი, 2020 – 15 იანვარი, 2021, ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით – 16 იანვრის 02:59 საათამდე.

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე – 16 ნოემბერი, 2020 – 15 იანვარი, 2021 ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით:

Join Zoom Meeting

Meeting ID: 847 5976 9043

Passcode: 482958

#სტიპენდიუმჰუნგარიკუმი

#განათლებისსაერთაშორისოცენტრი

#IEC

#StipendiumHungaricumAlumniAssociationGeorgia

#სასტიპენდიოკონკურსი

 

 

,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალგაზრდა მოხალისეთა ცენტრი ასკანაში, ორგანიზებას უწევს  საინფორმაციო კამპანიას  სახელწოდებით: “ჯანმრთელობა უპირველესია”. კამპანიის ფარგლებში  კი აწარმოებს კვლევას თემაზე – “პანდემია და საზოგადოება”.

კვლევის მიზანია, გამოკვეთოს პანდემიის შედეგები, რომლებიც უშუალოდ აისახა საზოგადოებაზე. COVID-19-მა ჩვენი საზოგადოება არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა – დისტანციური მუშაობა, სწავლა თუ ურთიერთობები, ჯანმრთელობასა და სამედიცინო სექტორთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

კვლევის ინტერესია, გამოიკვეთოს, თუ როგორ აისახა საზოგადოებაზე ეს გამოწვევები და როგორია საერთო სურათი. კვლევაში მონაწილეთა ასაკი, სქესი და გეოგრაფიული მდებარეობა შეზღუდული არ არის.  კვლევის შედეგები აისახება ონლაინ-სახელმძღვანელოში აისახება. გამოკითხვა ანონიმურია.

კვლევაში მონაწილეობა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ბმულის მეშვეობით:

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ დოლიძე: 2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება
Next post იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში