ვიქტორ დოლიძე: 2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება

Read Time:1 Minute, 14 Second

„2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება“, – განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა არ დაგვიგდია. პანდემიის პირობებში მოგვიწია მუშაობა და დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა. შედგა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი სიმბოლურია და ასევე შინაარსობრივად ძალიან დატვირთული გვაქვს. საქართველოს პრეზიდენტს ექნება შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტუკური საბჭოს ფორმატში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რომელზეც შეფასდება გასული წლის ყოველწლიური ევროვნული პროგრამა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის. პანდემიური ვითარების მიუხედავად, საქართველოს უჭირავს მოკავშირეებთან ურთიერთოების ეს დინამიკა.

წინ გვაქვს თავდაცვის მინისტერიალი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და სამიტი, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი წარსდგება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თანამშრომლობის პოლიტიკური დატვირთვა. უნდა გამოვიყენოთ ყველა ფორმატი, მინისტერიალები, ნატოს სამიტი.

მიმდინარეობს მუშაობა ნატოს 2030-ის სტრატეგიულ კონცეფციაზე. მისი ჩარჩო დოკუმენტი შეიქმნება ექსპერტა ჯგუფის ნამუშევარზე დაყრდნობით და მის საფუძველზე. იმედი მაქვს, რომ ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მომავალ წევრობაზე მომზადებული რეკომენდაციები აუცილებლად აისახება მომავალ კონცეპტუალურ დოკუმენტში, რომელიც 2022-ის სამიტზეც იქნება მიღებული.

მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩაიქსოვოს და ორმხრივ ურთიერთოებებს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მრავალმხრივ ფორმატებშიც უნდა გავაგრძელოთ თანამაშრომლობა და ის დინამიკა, რაც გვაქვს. ვაგრძელებთ მონაწილეობას ნატოს ოპერაციებში, წვრთნებში და ამავე დროს საქართველოში ნატოს ყოფნას უდიდესი დატვირთვა აქვს.

ჩემი აზრით, 2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ბრიუსელში მოკავშირეებთან და ასევე ორმხრივად, წევრ ქვეყნებში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალუდა ღუდუშაური: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდეს
Next post დაიწყო ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტი პანდემიის პირობებში ონლაინ-მოხალისეობის ხელშეწყობის მიზნით