ამერიკის საელჩო: აშშ მხარს უჭერს საქართველოს უნარს, დაიცვას თავისი საზღვაო უსაფრთხოება

Read Time:43 Second

ელჩი დეგნანი „PACE ტერმინალს” ეწვია. ეს ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც ფოთის პორტში თითქმის 30 წელია საქმიანობს.

ამ კომპანიის გაფართოებას აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია 50 მილიონი დოლარის სესხით აფინანსებს.

ამ გაფართოებით ქალაქ ფოთში დამატებითი 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„PACE ტერმინალის” შემდეგ აშშ-ის მიერ საქართველოს სანაპირო დაცვისთვის გადაცემული შვიდი გემიდან ერთ-ერთი, პორტის გასწვრივ დაიძრა, რომელზეც ელჩი დეგნანიც იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვის წევრებმა ელჩს გაუზიარეს ინფორმაცია ნატოს მოკავშირეებთან თავსებადობის კუთხით პროგრესის შესახებ და აღნიშნეს, რომ ამ დროისათვის სანაპირო დაცვის 280-მა თანამშრომელმა გაიარა აშშ-ის უმაღლესი დონის ტრენინგი. რეგიონულ სტაბილურობაში წვლილის შეტანის მიზნით კი, თანამშრომლები ახლა უკვე უკრაინელ კოლეგებს უტარებენ ტრენინგს.

„საქართველოს სანაპირო დაცვასთან მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფოს არაერთი დეპარტამენტი და სააგენტო, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს უნარს, დაიცვას თავისი საზღვაო უსაფრთხოება და წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში“, – აცხადებენ ამერიკის საელჩოში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს ბიზნეს სექტორს, რაც პარლამეტში გამოხატეს კიდეც
Next post საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება