საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება

Read Time:29 Second

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარე 19 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მაღალმთიანის სტატუსი 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღსდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკის საელჩო: აშშ მხარს უჭერს საქართველოს უნარს, დაიცვას თავისი საზღვაო უსაფრთხოება
Next post მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს