ალბერობელო – დაუჯერებელი სილამაზის ქალაქი იტალიაში, სადაც ზამთარში მოგზაურობა ზღაპარია

Read Time:1 Minute, 1 Second

იტალიის სამხრეთით, ფეხსაცმლის ქუსლზე მდებარე ულამაზესი ალბერობელოს ლეგენდა საუკუნეებს ითვლის. რეალურად კი ქალაქის ისტორია ქალაქის ისტორია XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც ამ საოცარ ადგილას გლეხები მივიდნენ და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი.

დიახ, სხვაგან ვერსად ნახავთ ისეთ კონუსურ სახურავებს, როგორსაც ამ პატარა ქალაქში შეხვდებით.

ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ტრულოებით, რომლებიც 1996 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ტრული-სახლები ღირშესანიშნავია პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი აშენდა ქიმიური ხსნარის (შენაზავის) გამოყენების გარეშე, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ნაგებობების დანგრევა- განადგურება ძალიან ადვილია – მხოლოდ უნდა იცოდეთ, კედლიდან რომელი აგური გამოაძროთ და მთელი კონსტრუქცია დაიშლება… ეს სანახაობა განსაკუთრებულად მიმზიდველია ტურისტებისთვის.

ქალაქში ცხოვრობს მხოლოდ 11 000 ადამიანი და მისი ფართობი 900 ჰექტარს შეადგენს.

სახლების აშენების ისტორია ძალიან საიტერესოა. მე-17 საუკუნეში რაიმე ობიექტის მშენებლობის დაწყება მმართველი მონარქის ნებართვის გარეშე აკრძალული იყო, მაგრამ ხალხს ხომ სადღაც უნდა ეცხოვრათ და მათ მოფიქრეს ისეთი ნაგებობების შენება, რომლებიც სამეფო თანამდედობის პირების გამოჩენისთანავე, შესაძლებელი იქნებოდა ერთი წუთის განმავლობაში მათი დანგრევა და თან ამბობდნენ – „არ ვიცი ვისია, მაგრამ სახლი ჩემი არააა …“.

მათი წასვლის შემდეგ, ეს ტრული-სახლები ისევ მარტივად შენდებოდა. პატარა სახლების კედლები, როგორც წესი, თეთრი ფერისაა, ხოლო გუმბათებზე შესაძლებელია სხვადასხვა სიმბოლოების დანახვა, რომლებიც ასოცირდება მაგიასთან, კერპთაყვანისმცემლობასთან და ასევე ქრისტიანობასთან.

ქალაქში სტურომა განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ზაფხულში და ზამთარში. ამ საოცარი ფოტოების ხილვა კი ალბერობელოში მოგზაურობას აუცილებლად მოგანდომებთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: მათ სხვა ენა არ ესმით
Next post პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ გაიმართება