იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება

Read Time:37 Second

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთდროულად, 14 იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება იუსტიციის სამინისტროს უცვლელ პრიორიტეტად, რომლის ფარგლებშიც, ამჟამად,  დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამტრედიაში, თერჯოლაში, შროშაში, ტოლებსა და ხელვაჩაურში, მიმდინარე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად მოინახულა.

დასასრულს უახლოვდება სამტრედიის იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა და ის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, უახლოეს თვეებში, გაიხსნება ხელვაჩაურის, ხაშურის, შროშისა და თერჯოლის იუსტიციის სახლები.

ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისის მიღება ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეც იქნება ადაპტირებული. ამასთან, მომხმარებელს ქორწინების სპეციალური სივრცეებით სარგებლობაც შეეძლება.

დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებელს 118 იუსტიციის სახლი და 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა
Next post რატი ბრეგაძე-ახდა ოცნება ❤️⚽️🇬🇪 მადლობა თავდადებისთვის, მადლობა სიხარულისთვის, მადლობა სიყვარულისთვის