ზურაბ ჯაფარიძე: „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან

Read Time:37 Second

ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან,- ამის შესახებ  „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთდრში განაცხადა.

„ქართული ოცნება“ სამი ვადაა რაც ხელისუფლებაშია. ამ ქვეყანაში და ზოგადად,ორი ვადის შემდეგ ადამიანებს ყელში ამოსდით ნებისმიერი, თუნდაც, ფანტასტიკური მთავრობა. დასავლეთის დამოკიდებულება, ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში, ჩემი დაკვირვებით, ახლა არის პრინციპულად განსხვავებული. მანამდე თუ მოწოდებები გვესმოდა, რომ „ოცნებასთან“ ერთად დასხედით, ერთად რაღაცები გააკეთეთ, მიხვდნენ, რომ ვისთან აქვთ საქმე, მიხვდნენ, რომ ეს არის ხალხი, რომლებიც არიან გადამგდები, მატყუარები. მათ შორის დასავლეთის წინააღმდეგ გააჩაღეს ანტიდასავლური კამპანია და დეზინფორმაციას ავრცელებენ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში, ამაში ასხამენ ძალიან დიდ ფულს. ის რომ დასავლეთს თვალი აქვს მეტად ახელილი, ვიდრე ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს – წონაში ცოტა მომატება არის
Next post სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად აწამებდნენ, დღეს კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ