ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026

ძალიან გთხოვთ მთელი საქართველო გავერთიანდეთ მორჩილი ალექსი მოსიაშვილის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

უსმინეთ ყველაამ
თურქეთში კვლევების შედეგად დადგინდა რომ მორჩილი ალექსი მოსიაშვილის სიმსივნე აგრესიულად პროგრესირებს და გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ოპერაცია ჯდება 40,000 $დოლარი, ძალიან გთხოვთ მთელი საქართველო გავერთიანდეთ მის გადასარჩენად რათა აგროვდეს ეს თანხა და გაუკეთდეს ოპერაცია, ის მთლიანად კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი,ვისაც რამდენი შეგიძლიათ გთხოვთ დავეხმაროთ, ასევე გაავრცელეთ ეს ფოტო რომ ყველამ ნახონ

სასწრაფოაა
ასევე გთხოვთ ილოცეთ მისთვის

საქ. ბანკი.

#GE32BG0000000574051860

თბს. ბანკი

#GE24TB7569245064300054

https://www.facebook.com/photo/?fbid=1568008192024327&set=a.555121589979664

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.„მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს

გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.მიხეილ ყაველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი.

მერაბ დვალიშვილი – აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ

მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ.კერძოდ, როგორც დვალიშვილი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ თავს.„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს და თავს დაგვესხნენ.დაცვის წევრები მე მიჭერდნენ, ისინი კი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვირტყამდნენ”, - აღნიშნავს დვალიშვილი.ის მიმართავს ნურმაგომედოვს, რომ თუ ჩხუბი უნდა, რეალურად "უნდა გავაკეთოთ".“რა მშიშარა ხერხია, ბიჭებო. მხოლოდ ჩვენ ორნი - მე და ჩემი მეგობარი - მოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები როგორც გველები მოგვეპარნენ უკნიდან. რანაირი ჩხუბია ეს? რანაირი კაცი აკეთებს ამას? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდა, მოდი, რეალურად გავაკეთოთ ეს. და თქვენ უკნიდან მოგვეპარეთ, როდესაც მხოლოდ ორნი ვიყავით, და მომზადებულები იყავით. რა ჯანდაბაა?" - აღნიშნა ვიდეოში დვალიშვილმა.

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

თბილისში სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარია.როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, მკვლელობაში ბრალდებული ან ბრალდებულები დაკავებული არ არიან.დეტალები ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. მემორანდუმის მიზანია სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი საკადრო რეზერვის ფორმირება და კომპანიის საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.თანამშრომლობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებელთან, გაეცნონ კერძო სექტორში არსებულ დასაქმების პერსპექტივებს, პროფესიული განვითარების მიმართულებებსა და დამსაქმებელთა თანამედროვე მოთხოვნებს.როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტისთვის კერძო სექტორთან პარტნიორობის გაღრმავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან მსგავსი თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და პროფესიული კარიერის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაცია დროულად მოიპოვონ.„მემორანდუმი, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაფორმდა, სტუდენტებს მნიშვნელოვან პერსპექტივას სთავაზობს. შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება, შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყვნენ კონკურენტუნარიანები, ფლობდნენ თანამედროვე პროფესიულ უნარებს და იცნობდნენ დამსაქმებელთა მოთხოვნებს. „ნექსთ მენეჯმენტი“ ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებშიც არის ჩართული. ეს თანამშრომლობა სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, დაამყარონ აქტიური კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებელთან, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების გზებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ, ასევე, მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემაც. მისი განცხადებით, მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.ნატო ქათამაძის განმარტებით, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამასთანავე, დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებების, საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც სტუდენტებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადონ.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია აკადემიურ და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს უმაღლესი განათლებისა და დასაქმების სფეროების დაახლოებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი წლის ვადით გაფორმდა.

ბოლო სიახლეები