ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საცავშია და არაფერი ემუქრება

Read Time:22 Second

ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სპეციალურ საცავშია და მას არაფერი ემუქრება. – ამის შესახებ “ფიგაროს” პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პრეს-სამსახურის უფროსმა ანდრე ფინომ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სხვა ქრისტიანული სიწმინდებიც დაცულია სპეციალურ საცავში, რომელსაც ხანძარი ვერ დააზიანებდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ის, რაც გადარჩა ნოტრ-დამიდან და რა უხაროდათ ემიგრანტებს?
Next post “მინდა, მომავალმა თაობებმა თქვან, რომ კარგი მერი ვიყავი” – კახა კალაძის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან