საქართველო საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

Read Time:1 Minute, 10 Second

საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. სამთავრობო დონის დელეგაციას ქართული მხარე თბილისში უკვე მიმდინარე თვეში ელოდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გადაცემა “რედაქტ 2”-ში განაცხადა, უკვე იდენტიფიცირებულია ის საქონელი, რომელიც შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნულოვანი ტარიფით საკმაოდ მსხვილ სამომხმარებლო ბაზარზე მოხვდება.

„მიმდინარე ეტაპზე ყველაზე აქტუალურ ფაზაშია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის პროცესი, რომელიც სექტემბრის ბოლო კვირაშია დაგეგმილი. ველით არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი კარგად ჩაივლის.

უკვე გვაქვს იდენტიფიცირებული ის პროდუქტები, რომლის მოთხოვნა აღნიშნული ქვეყნიდან არის. ინტერესს იწვევს, მაგალითად მეცხოველეობის პროდუქტები, (ცხვარი, თხა) და ძალიან დიდი დაინტერესებაა თხილთან, თაფლთან, ხილის წვენების და საკონსერვო პროდუქციასთან მიმართულებით. ანალოგიურად, ალბათ შესწავლილი ექნება მათაც და ველოდებით წინადადებებს, რა ტიპის პროდუქციაზე უნდათ ბაზრის გახსნა“, – განმარტა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა მარინა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, მიზანშეწონილობის კვლევა ისრაელთანაც უკვე დასრულებულია და მოლაპარაკებების ეტაპზე მხარეები მას შემდეგ გადავლენ, რაც სამთავრობო დონის შეხვედრებზე შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერება.

„ისრაელთან მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა, მიმდინარე ეტაპზე მომზადებულია მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტზე. ამ მემორანდუმს ხელი უნდა მოეწეროს, რომ შემდგომ მხარეებმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყონ. თუ მემორანდუმს მოეწერება ხელი შესაძლებელია ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს,“- აცხადებს მაჭარაშვილი.

რაც შეეხება ინდოეთს, მისი თქმით, შედარებით რთული სიტუაციაა, რადგან მოლაპარაკებების რაუნდს, რომელიც 2020 წლის მაისში იყო დაგეგმილი, ხელი პანდემიამ შეუშალა და პროცესი გადაიდო.

„ამის შემდეგ ცდილობენ მხარეები შეათანხმონ მოლაპარაკებების დაწყების თარიღი და ამასთან დაკავშირებით მიდის ახლა კონსულტაციები“,-ამბობს მაჭარაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ტურიზმში რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არაა – ინტერვიუ
Next post წაქაძე-ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელფასების მომატება