შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ

Read Time:48 Second

საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი. იგი ასევე კარგად აჩვენებს, რა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საქართველოს, მისი კონტექსტის, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ. აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. მსგავსადვე, იგი უსაფუძვლოდ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებისკენ. რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ვურჩევდი ფაქტებით საუბარს. ასევე, ვისურვებდი, მათ ეს ენერგია დაეხარჯათ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებაში ევროკავშირის დარწმუნებაში,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 20-ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს – ვის შეეხება ცვლილება
Next post თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო