წაქაძე-ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელფასების მომატება
ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე [საბაჟოს თანამშრომლებისთვის] ხელფასების მომატება, – ამ სიტყვებით მიმართა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
საქმე ის არის, რომ პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს სპეციალური წოდებები მიენიჭებათ. ამის შემდეგ მებაჟეები შრომის შემდეგი სახის ანაზღაურებას მიიღებენ: თანამდებობრივი სარგო; სახელფასო დანამატი; ფულადი ჯილდო; სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო; წელთა ნამსახურობის დანამატი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები.
ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია მიიღოს.
„ძალიან კარგია ხელფასების მომატება და მე მივესალმები შემოსავლების სამსახურში ხელფასები ზრდას. მნიშვნელოვანია არ მოხდეს კადრების გადინება და სამინისტროში იმსახურონ კვალიფიციურმა კადრებმა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის შენარჩუნება ქვეყანაში, ვსაუბრობ ტყიბულზე. მე მგონია ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ხელფასების მომატება“, – მიმართა წაქაძემ გიორგი კაკაურიძეს.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებების მიზანი არა მხოლოდ ხელფასების ზრდა, არამედ თანამშრომლების შენარჩუნებაა.
„ქვეყნების უმრავლესობაში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური წოდება აქვთ და ამ ცვლილების მიზანი მხოლოდ ხელფასების ზრდა არ არის. ცვლილების მიზანია, რომ საბაჟო სამსახურმა ეფექტიანად იფუნქციონიროს და შესაბამისი კადრები ქვეყნის სამსახურში იყვნენ“, – თქვა გიორგი კაკაურიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
კახეთში, ძლიერი სეტყვაა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები აქვეყნებენ.
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო...
ბათუმში, 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – მას ორი შვილი დარჩა
31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება,...
სულ მალე ბაღდათის მუნიციპალიტეტს ღვინის ლაბორატორია ექნება
Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000...
ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან....
რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,...