რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტება

Read Time:1 Minute, 15 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.

„დღეს როდესაც ადამიანს სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ წინაპირობებს. ერთ-ერთი წინაპირობაა ქართული ენის შესაბამისი ცოდნა, ასევე – საქართველოს ისტორიისა და ქართული სამართლის. იმ შემთხვევაში თუ გამოცდაზე პირი ვერ გადალახავს საჭირო ბარიერს, ამის მიუხედავად მაინც იწყება პროცედურა, თუმცა, ეს პროცესი განწირულია უარისთვის და ხელი ეშლება ადამიანს იმაში, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. პროცესი უსაზღვროდ ჭიანურდება და ჩვენ დასაწყისშივე ვიცით, რომ პირი მიიღებს უარს. ამის გასამარტივებლად ჩვენ ცალკე გამოვყავით ენის და სხვა შესაბამისი გამოცდების კომპონენტი; მას შემდეგ, რაც ადამიანს ექნება დადებითი შედეგი ტესტირებაში, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი პროცედურები, რაზეც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. ამ ცვლილებით საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ქართული ენა, ქართული სამართლის და ისტორიის ძირითადი საფუძვლები. ამავდროულად, ეს პროცესი იქნება ბევრად უფრო მეტად სამართლიანი, გამჭვირვალე და მოქნილი მოქალაქეობის მსურველი პირისთვის.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მიიღებს უარს სახელმწიფოსგან მოქალაქეობის მინიჭებაზე, დღევანდელი მდგომარეობით, მას ერთი წლის განმავლობაში არ აქვს განმეორებითი მიმართვის უფლება. ჩვენ ამ ინიციატივის თანახმად, შევამცირებთ ერთწლიან ვადას 6 თვემდე და შესაბამისად, სახელმწიფო ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს მეტი შანსი მოქალაქეობის მისაღებად.

მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად შემცირდეს მოქალაქეობის არქონის შემთხვევები, რადგან ეს ადამიანებს აყენებს ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე. დღეის მდგომარეობით საქართველოში იმისთვის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირმა შეიტანოს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე, მას მოეთხოვება საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი. ჩვენ ამას ვამცირებთ ხუთ წლამდე, რასაც გაეროს შესაბამისი სააგენტოც მიესალმება. ესაა ცვლილებების ძირითად არსი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: პრეზიდენტს აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებებიც – ვალდებულება არის, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას
Next post ლევან ხაბეიშვილი: ხალხი უკიდურესად გაბრაზებულია – ზაფხულში სხვადასხვა ქალაქში 160 შეხვედრას ვგეგმავთ