ნიკოლოზ სამხარაძე: პრეზიდენტს აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებებიც – ვალდებულება არის, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას

Read Time:30 Second

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებებიც და ვალდებულება არის ის, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.

„ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონით დადგენილი წესები და პროცედურები. როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ ხდება კანდიდატურის წარდგენა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის თანამდებობაზე, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, აქ ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება, რას ემსახურება ეს გადადება და პროცესის ვადებში გაწელვა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვადები ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს. პრეზიდენტს როგორც უფლებები აქვს, აქვს ვალდებულებებიც. ვალდებულება არის, რომ ასეთი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“, – აცხადებს სამხარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე
Next post რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტება