პირველად ისტორიაში, ჩინეთში ფოტოკამერამ ალბინოსი პანდა დააფიქსირა

Read Time:42 Second

პეკინის უნივერსიტეტის ზოოლოგის, ლი შენგის განცხადებით, ეს პანდა ძლიერი ჩანს, მტკიცეა მისი ნაბიჯები და როგორც ჩანს, გენეტიკურ მუტაციას მისი ცხოვრებისთვის დიდი პრობლემები არ შეუქმნია.

როგორც ნაკრძალი იუწყება, დაცული ტერიტორია, სადაც კამერამ ეს პანდა გადაიღო, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ამ გამორჩეული ცხოველის სათვალთვალოდ, ნაკრძალის ადმინისტრაცია დამატებითი კამერების დამონტაჟებას გეგმავს. ინდივიდი მეცნიერულად მართლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან მთლად თეთრი, ალბინოსი პანდა აქამდე არასოდეს არავის დაუფიქსირებია.

ფოტოზე შეუძლებელია თეთრი პანდას სქესის განსაზღვრა, მაგრამ კარგად ჩანს წითელი თვალები, რაც ალბინიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, ველურ ბუნებაში ამჟამად 1900-ზე ნაკლები პანდაა, რომელთაგან სქესობრივად მომწიფებული მხოლოდ 500-1000 ინდივიდია.

IUCN-ის ბოლო შეფასებით, პანდა მოწყვლადი სახეობაა, რომელსაც უმთავრეს საფრთხეს უქმნის ადამიანთა მიერ გარემოს განადგურება.

მართალია, ბოლო წლებში პანდების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს ულამაზესი სახეობა მაინც მრავალი საფრთხის წინაშეა.

მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტყიბულში ქვნახშირის მასაში მოყოლილი მუშა გარდაცვლილი იპოვეს
Next post კახა კალაძე – მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა – მთავარია, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია