ტყიბულში ქვნახშირის მასაში მოყოლილი მუშა გარდაცვლილი იპოვეს

Read Time:22 Second

55 წლის მამაკაცი, რომელსაც ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში გუშინ, სამი საათის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ძებნის ოპერაციაში ქუთაისისა და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართული.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

როგორც კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის, კერძო მფლობელობაშია და იქ ქვანახშირის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობს.

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – როდესაც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
Next post პირველად ისტორიაში, ჩინეთში ფოტოკამერამ ალბინოსი პანდა დააფიქსირა