ლალი ტურძელაძე – მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სავარაუდოდ დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსნით

Read Time:35 Second

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ძველი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ტურძელაძის თქმით, გაუმჯობესდა მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა და გამორიცხული არაა, დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნას.

„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, სტაბილურია მდგომაროება. მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი, რომელიც ყველამ კარგად იცით, 62 წლის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ გვყავს მოხსნის რეჟიმში და ალბათ საღამოსკენ თუ ყველაფერი კარგად იქნა, მოვხსნით. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, 80 წლის, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ, უკეთესობისკენ“ , – განაცხადა ტურძელაძემ.

რაც შეეხება კოვიდი 19-ით ინფიცირებულ ორსულს, ტურძელაძის განმარტებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იქ პრობლემა არ გვაქვს“ , – განაცხადა ტურძელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის
Next post გიორგი გახარია: წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას გადამწყვეტი ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა