გიორგი გახარია: წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას გადამწყვეტი ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა

Read Time:46 Second

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი და ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, – ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წერს.

მისივე თქმით, წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას სწორედ ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა გადამწყვეტი.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა. ამავე თარიღს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ჩვენმა წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას სწორედ ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა გადამწყვეტი. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ამ გამოწვევასაც დავძლევთ და საქართველო გააგრძელებს წარმატებული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შენებას“, – წერს გახარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლალი ტურძელაძე – მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სავარაუდოდ დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსნით
Next post ჯანმოს დირექტორი: მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ