ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ონლაინკაზიონებთან დაკავშირებით ჩემს ინიციატივას

Read Time:38 Second

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ონლაინკაზიონებთან დაკავშირებით ჩემს ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ონლაინკაზინოები მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო.

„უამრავი ადამიანი – არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინთამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული – 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.

1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინთამაშებზე და ონლაინკაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები
Next post მიხეილ სააკაშვილი: მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი