რატი ბრეგაძე: „მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?“

რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების...

ირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანების გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება გამოიყენოს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება პარლამენტში ხალხის დაუყოვნებლივ შესვლის შესახებ, შემდეგ სხვები ცდილობდნენ, რომ ეს შეეფუთათ. აქედანაც ჩანს, რომ იქაც...

რატი ბრეგაძე: „ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას“

იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მყოფი ახალგაზრდების პარლამენტში შესვლის შესახებ გაჟღერებულ მოწოდებებსა და პოლიციელების მიმართ მუქარას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწოდებები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ემსახურება. „ეს ხალხი დღეს ცდილობს, საქართველოს და უკრაინას შორის დაძაბოს ურთიერთობები, მაშინ, როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე ცდილობს, ყველა შესაძლო რესურსის ფარგლებში აღმოუჩინოს სრული მხარდაჭერა. ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და ცდილობს, საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს ეს ვითარება, გამოიწვიოს ქვეყანაში არეულობა და მოიპოვოს ამით ხელისუფლება. მათთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზით მოიპოვებენ ხელისუფლებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული არეულობის ნებისმიერი  მცდელობა აღკვეთილი იქნება. „ვის აწყობს დღეს არეულობა საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივია, არ იქნება დაშვებული არავითარ შემთხვევაში და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაუშვას საქართველოში ხელმეორედ ომი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია  „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ჩვენი ვალია და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ძალიან მძიმეა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება და ესაა ძალიან დიდი უსამართლობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ - არა მხოლოდ სიტყვებით,...

ზურა ჯაფარიძე – მე სი@ზე მკიდია პოლიტიკოსები და თანამდებობა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა (ვიდეო)

ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში. ეს შენობა არის თქვენი და ჩემი აზრით ეს უნდა დაიწყოთ დღეს. რომ მორჩება გამოსვლები ამ შენობის გარშემო არის...

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც სოლიდარობის აქციაზე პოლიტიკოსები მიდიან იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ

ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მან განმარტა რატომ არის რთული პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება. „საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა....