რატი იონათამიშვილი: მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი დასაფასებელია

ზელენსკის გადაწყვეტილება ძალიან არათანმიმდევრული იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველო დღეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეხმარება უკრაინას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,...

რატი ბრეგაძე: „შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, უკრაინა დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან. „მე შეგნებულად ვისაუბრე იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას. აქ არ არის მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა, აქ არის ხალხის მხარდაჭერაც. ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ჩემთვის, პირადად, და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ეს დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან. ჩვენ გვყავს იქ ჩვენი პირადი მეგობრებიც და უამრავი ახლობელი ადამიანი, რომელთა ბედსაც განვიცდით და გულთან ახლოს მიგვაქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზეც. რატი ბრეგაძის თქმით, როდესაც უკრაინა იმყოფება საომარ მდგომარეობაში, როდესაც მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ამ განცხადების შეფასების დრო არ არის. მინისტრმა, ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი სწორედ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია გამხდარიყო. „შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ დავრჩები იმავე პოზიციაზე, რომ, როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე არის ეს ომი... როდესაც, სხვათა შორის, მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, სამწუხაროდ, გაჩაღებულია საქართველოშიც, შესაძლოა, ამ განცხადებების მომზადებისას იქონიოს მთელმა ამ პრეისტორიამ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე, ამ საუბრისგან თავს შევიკავებ და, პირიქით, გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში!

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. დღეს მისი პარიზში და...

რატი ბრეგაძე: „ჩვენი ფორმულაა მეგობრების უპირობო მხარდაჭერა და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა

„ჩვენ ვთქვით, რა არის ჩვენი ფორმულა  – ეს არის მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, და ეს...

კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ადგილზე...

გიორგი ვოლსკი: ბორის ჯონსონმაც თქვა, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ...