კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

Read Time:27 Second

კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, ტელეანძის მიმართულებით ნასროლი ერთი ჭურვი მემორიალურ კომპლექს „ბაბი იარის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიდევ ორმა რაკეტამ ტელეანძის ტრანსფორმატორი და სააპარატო დააზიანა.

მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„მივმართავ მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში „აღარასდროს“ თქმა, თუ მსოფლიო დუმს, როდესაც ბომბი ეცემა „ბაბი იარის“ ადგილას? სულ მცირე ხუთი მოკლული. ისტორია მეორდება“, – წერს ზელენსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ბორის ჯონსონმაც თქვა, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება
Next post რატი ბრეგაძე: „ჩვენი ფორმულაა მეგობრების უპირობო მხარდაჭერა და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა