ირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანების გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება გამოიყენოს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით

Read Time:45 Second

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება პარლამენტში ხალხის დაუყოვნებლივ შესვლის შესახებ, შემდეგ სხვები ცდილობდნენ, რომ ეს შეეფუთათ. აქედანაც ჩანს, რომ იქაც კი არის რაღაც რაციონალური ელემენტი და ყველა ხედავს, რომ პოლიტიკური ელემენტების შეტანა ამ აქციაში შეიძლება მათთვის იყოს კონტრპროდუქტიული, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ორგანიზატორებისთვის არის სწორედ ეს, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკური ელემენტების შეტანას მოჰყვება წარუმატებლობა და მუხტის დაწევა. ამიტომ მოუწიათ სხვებს ამ წამოცდენის თუ აშკარად გამოხატული აგრესიის შეფუთვა. თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ პროტესტი დაუპირისპიროს ხელისუფლებას, მათი ერთადერთი მიზანია, სახელმწიფოს მიაყენონ დარტყმა. როცა საუბარია გულწრფელ პროტესტზე, ამის უფლება ყველას აქვს და ძალიან კარგი იყო, როდესაც უამრავმა აჩვენა მსოფლიოს სოლიდარობის მაგალითი, მაგრამ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანების გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება გამოიყენოს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით. არიან ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ მათ სახელმწიფოს შერყევის უფლებას არ მივცემთ“, – ამბობს კობახიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას“
Next post რატი ბრეგაძე: „მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?“