ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც სოლიდარობის აქციაზე პოლიტიკოსები მიდიან იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ

Read Time:42 Second

ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მან განმარტა რატომ არის რთული პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება.

„საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა. უბრალოდ გავიხსენოთ არჩევნების პერიოდი. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს პროგრამებით არ ეჯიბრებიან. ეჯიბრებიან ლანძღვა-გინებით, ურთიერთბრალდებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად უჩნდება ადამიანებს იმის ეჭვი, რომ ეს ხალხი არ მოდის იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საქმე გააკეთოს, არამედ იმისთვის, რომ თანამდებობა დაიკავოს რამდენიმე წლის განმავლობაში, რითაც მისი გარემოცვა, ოჯახი ისარგებლებენ. ყოველივე ეს პოლიტიკურ კულტურაში ძალიან დიდი ბზარის გაჩენას იწვევს. ასეთ პირობებში კონსოლიდაცია ძალიან ძნელად მისაღწევია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მან 2008 წელი გაიხსენა, როდესაც ოპოზიციამ რუსეთთან ომის დროს ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„და დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც სოლიდარობის აქციაზე პოლიტიკოსები მიდიან იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ – „გადადგეს ხელისუფლება“ და ა.შ. მთელი სერიოზულობით ვაცხადებთ, რომ დიდი პოლიტიკური კულტურა სჭირდება ამას და სამწუხაროდ, 30 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი დასაფასებელია
Next post ზურა ჯაფარიძე – მე სი@ზე მკიდია პოლიტიკოსები და თანამდებობა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა (ვიდეო)