მიხეილ სააკაშვილი: მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი

Read Time:1 Minute, 19 Second

ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს, არავინ გაქცეულა, ვინც წასული იყო, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზით და მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო – მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკრაინაში გაუშვან, რადგან მისი თქმით, იქ მას ელოდებიან.

„მე, რომელსაც მეუბნებოდნენ, ოჯახს მოკიდე ხელი და დაუყოვნებლივ გაფრინდი, არ დავტოვე პრეზიდენტის სასახლე, რადგან ვიცოდი შინდისის გმირები გვყავდა. შინდისის გმირები რით არიან უფრო ნაკლები, ვიდრე კუნძულ ზმეინის გმირები (როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში დიდი მონაწილეობა მივიღე). დღესაც უკრაინას ჰყავს ბევრი ისეთი გმირი, როგორიცაა გიორგი ანწუხელიძე. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მე ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს, არავინ გაქცეულა. ვინც წასული იყო, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზით და მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო – მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი. ახლა ჩვენ შევდივართ ძალიან დიდ ეპოქაში, როგორც თურქ-სელჩუკების იმპერია იშლებოდა დავით აღმაშენებლის დროს, ისე იშლება ახლა რუსეთის იმპერია. ის, რაც მე ვიწინასწარმეტყველე გაეროში ჩემს გამოსვლაში, სიტყვა-სიტყვით ხდება.

მე კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ხელისუფლებას, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით, იქ მე მელოდებიან და არიან განსაკუთრებით საშიშ პერიოდში. მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემს მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემს მთავარსარდალთან – გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ. ასე ჯობია საქმისთვის და ასე ჯობია საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვისაც. მე ვითხოვ გაშვებას იქ, საიდანაც დიდი ალბათობით შეიძლება ვეღარ დავბრუნდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ონლაინკაზიონებთან დაკავშირებით ჩემს ინიციატივას
Next post ირაკლი კობახიძე – ჩვენ უკრაინელებს გვერდით ვუდგავართ, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს, საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის