ირაკლი კობახიძე – ჩვენ უკრაინელებს გვერდით ვუდგავართ, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს, საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის

Read Time:39 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართველებსა და უკრაინელებს ერთმანეთთან დიდი ისტორია აკავშირებთ.

კობახიძის თქმით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით.

„კიდევ ერთხელ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენ მათ გვერდით ვუდგავართ. ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი უკრაინელებთან და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითვისთვის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე – სიტყვით და საქმით“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი
Next post რუსი მოციგურავეები ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს