თენგიზ ცერცვაძე – „ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე

Read Time:31 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე.

„ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს „ნოვოვაქსი“ საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან საქართველომ „ნოვოვაქსთან“ ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია. გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით ადრე არ დაიწყეთ კომუნიკაციაო, აი, დაიწყეს „ნოვოვაქსთან“ დიდი ხნით ადრე და სავარაუდოდ, მივიღებთ მილიონ დოზას. უკვე არის წინადადება, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის გეგმის საკითხს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისივე განმარტებით, ჯერ ოფიცილაურად არ დადებულა ინსტრუქცია, თუმცა, არსებული ინფორმაციით,  „ნოვოვაქსის“  შემთხვევაშიც ორჯერ აცრა იქნება საჭირო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომის შემთხვევაში, ხელახალი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება, ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით
Next post თენგიზ ცერცვაძე: რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს – საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში