თენგიზ ცერცვაძე: რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს – საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა იმიტომ დააგვიანა, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო. ამის შესახებ მან „რუსთავი-2“-ის ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი და ამით, ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.
„ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი არა. და ელოდება ამერიკულს, ევროპულს. ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით. ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იღო.
ვადასტურებ, რომ მათ შეეძლოთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა 2-3 თვის წინ, ასეთ შემთხვევაში კი, ვაქცინაციას დავიწყებდით უფრო ადრე, ვიდრე ეს დაიწყო თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ. თუმცა, იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ.
საქართველო კი მაღალი სტანდარტული გზით წავიდა. რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ამას და ამბობ, რომ ეს საქართველოს კატასტროფაა და იმ ქვეყნების წარმატება. 2 და 3 კვირას ხომ არ უნდა შევწიროთ ასეთი სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხის დაყენება უზნეობაა. რა სინდისით გვამუნათებენ. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება იმას, თუ რამხელა დემაგოგიას ეწევიან ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...