თამარ გაბუნია: ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე

Read Time:38 Second

ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 400 000 აცრა არის ჩატარებული და ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის ნახევარს უახლოვდება.

„ეს რიცხვი ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რეალური გარდატეხა მოხდეს. საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.

ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაცია მეტად დაჩქარდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება
Next post ანრი ოხანაშვილი: პრაქტიკულად ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ აირჩევა გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით და ერთი წლის ვადით