შაბათი, აპრილი 25, 2026

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება

მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება.
მსჯავრდებულები დღეს სამი სახეობის ჟოლოსა და წითელ და ყვითელ პომიდორ „ჩერის“ კრეფენ.
პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის მიმდინარეობის სამწლიან
პერიოდში წლევანდელი მოსავალი საუკეთესოა, რაც მსჯავრდებულთა შემოსავალზეც აისახება.
ჟოლოსა და პომიდვრის გაყიდვით  მიღებული თანხა მათ ხელფასის სახით დაერიცხებათ.
პროდუქტის რეალიზაციას კი იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრი რამდენიმე ობიექტში მოახდენს.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მ

ონაწილეობა მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-
რესოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ფიზიკური აქტივობა კი მათ
ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან, მსჯავრდებულები სამეურნეო საქმიანობის
უნარ-ჩვევებსაც იძენენ.
მოსავლის მოყვანის პროცესში გლდანის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები 2019
წლიდან მონაწილეობენ. თავდაპირველად მათ მცირე ტერიტორიაზე მხოლოდ ჟოლო მოჰყავდათ,
წელს კი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე 9.000 კვადრატული მეტრზე მიმდინარეობს და
მსჯავრდებულებმა  1500 კგ. ჟოლო, 2500 კგ. წითელი და ყვითელი პომიდორი ჩერი, 2000 კგ.
საზამთრო, 1000 კგ. გოგრა, 1000 კგ. ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო და მწვანილი,
ჯამში, 8 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული მოიყვანეს.
პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა,
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-
კვლევითი ცენტრი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – ამასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია…“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც; და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს.ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ. იგივე ეხება ლიბანსაც. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ლიბანსა და ისრაელს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, აბას არაღჩი პაკისტანის მაღალჩინოსნებმა მიიღეს

ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა.პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისლამაბადში იმყოფება.როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ჩასვლისთანავე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა, შუამავალმა, ფელდმარშალმა, ასიმ მუნირმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს.ვიზიტის დროს აბას არაღჩი პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევის განსახილველად.ორმა სამთავრობო წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ არაღჩი პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე წავიდა პირდაპირ სასტუმროში, სადაც აშშ-თან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

დონალდ ტრამპი – ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა „როიტერთან“ საუბარში.კითხვაზე, ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“.

ბოლო სიახლეები