ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026

დიმიტრი სამხარაძე განცხადებას ავრცელებს-თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ

თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ🙏🏻 აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!
P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!
ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა‼️
ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის!
სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);
ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);
აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);
ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული);
გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);
ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);
ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);
დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);
ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);
ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);
ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);
მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);
სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);
აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);
ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);
ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში);
ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);
ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);
თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);
ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);
გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);
ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);
რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);
ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);
გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);
ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);
ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);
ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);
მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);
გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);
ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);
ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);
ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);
მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);
გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად);
ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);
ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);
თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);
როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);
როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);
ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);
გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს);
ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);
მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში).
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება:„საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდად განისვენე კაპიტანო“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

გია ვოლსკი – სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო, პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პარტია კანონის მიხედვით დაკისრებულ თავის როლს როცა აღარ ასრულებს, ეს გადაწყვეტილება მისაღებია.„პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, ეს პარტიები რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცა. ქვეყნის არსებობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ადამიანთა ჯგუფი ქვეყნის არსებობას როცა ემუქრება, რას დაირქმევს — პოლიტიკურ პარტიას, თუ ნებისმიერ სხვა სახელს, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. წარმოდგენილი პრეტენზიები არანაირ შესაძლებლობას არ ტოვებს იმისთვის, რომ პარტიად იწოდებოდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საბოტაჟს ინტენსიურად ახორციელებს. ეს არაერთხელ გახდა დაპირისპირების, მათ შორის მძიმე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. მათი მცდელობები არ გაჩერებულა, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწევიან. ამ ყველაფერმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო მწვავე ხასიათი, თუმცა ეს მცდელობები არც იმის წინ გაჩერებულა. სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმაზე – თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე? მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო – უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე...

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას ეხმაურება.ხვიჩა კვარაცხელია წერს: „უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“.„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ, პირობას ვდე,ბ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.შეგახსენებთ, „პსჟ“- მა თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირი ფორმით ვერ იქნება აღიარებული, ამ პოზიციას გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი

ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შეეხებოდა.კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა გიორგი ნემსაძე – საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი.1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

ბოლო სიახლეები